გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი: კასპსა და ცაგერში ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს იჯარით სათიბ-საძოვარი მიწა გადაეცემა, რითაც 43 ოჯახი ისარგებლებს

15-02-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების მიზნით დაწყებულ ახალ სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ორი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის იჯარით 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი მიწა გაიცემა, რითაც 43 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს. 
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენებას. ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მთიდან მიგრაცია შევაჩეროთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გამოგვაქვს მთავრობაზე კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის სათიბ-საძოვრის 25 წლიანი იჯარით გადაცემა ორი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის, რომლითაც ისარგებლებს 43 ადგილობრივი ოჯახი და მათ ჰყავთ 400-ზე მეტი სული საქონელი. ასევე, ამ ოჯახებს არ ექნებათ იმის შიში რომ ეს საძოვრები შეიძლება რაიმე კუთხით სხვა მიმართულებით გასხვისდეს და ეს იქნება დამაგრებული კონკრეტულად ამ ორ კოოპერატივზე, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ასევე იქნება კოოპერაციის წამახალისებელი სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მეცხოველეობაში. ასეთი წარმატებული მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო „ბლაუენშტაინის“, შვეიცარიულ-ქართული კომპანიის დადებით გამოცდილებას. ამ გამოცდილებას ჩვენ კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ საქართველოში მთიანი რეგიონების მიმართულებით“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930