გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საატესტატო გამოცდებზე პროგრამა ქულას აღარ დაწერს

15-02-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

 

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებული იქნება ჩააბარა/არ ჩააბარა  (Pass/Fail) შეფასების სისტემა, რაც გამსვლელი ბარიერის  გადალახვას გულისხმობს. ახალი ფორმატით, გამოცდისთვის დაწესებულ ბარიერი (5,5) არ იცვლება, გამოცდის დასრულების შემდეგ, ნაცვლად ქულისა, მოსწავლე მხოლოდ იმას შეიტყობს გადალახა თუ ვერ გადალახა ბარიერი.

 

სიახლეა ისიც, რომ  ყველა საგანში ნიმუშების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს გამოცდებამდე ტესტების სხვადასხვა ვარიანტებში ივარჯიშონ  და მასწავლებელთან ერთად განიხილონ.

რაც შეეხება თავად გამოცდებს, რაოდენობა იგივე დარჩება,   მე-11 კლასის ბოლოს მოსწავლეები ოთხ საგანს - ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და  გეოგრაფიას, ხოლო  ქართულს, მათემატიკას, უცხო ენასა და ისტორიას მე-12 კლასის ბოლოს ჩააბარებენ.

 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, უწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტთან ერთად საგამოცდო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობას განაგრძობს.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031