გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიონელ მესი მოედნიდან კარიერაში მეორედ გააძევეს (ვიდეო)

7-07-2019

არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი 37-ე წუთზე გააძევეს მოედნიდან კოპა ამერიკას მესამე ადგილისთვის მატჩში.


„ბარსელონას“ ფორვარდს ჩილეს ნაკრების ნახევარმცველთან გარი მედელთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის მთავარი არბიტრი მარიო ალბერტო დიას დე ვივარი არ დაელოდა კონფლიქტის დასრულებას და ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.


32 წლის მესი კარიერაში მეორედ გააძევეს. პირველ ჯერზეც ეს სანაკრებო მატჩში მოხდა – 2005 წელს, უნგრეთთან ამხანაგურ შეხვედრაში, როცა ლეოს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში. მესი გააძევეს 47 წამში მას შემდეგ, რაც შეცვლაზე შევიდა მოედანზე.


ლიონელ მესის კარიერაში 823 მატჩი (136 – ნაკრებში, 687 – „ბარსელონაში“) აქვს ჩატარებული.


მესამე ადგილისთვის შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა სან პაულუში დაამარცხა ჩილე 2:1.



1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031