გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღეს

7-07-2019

50 ხმით ხუთის წინააღმდეგ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღეს.

26 პუნქტიანი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. რეზოლუციაში რუსეთის არალეგალური ქმედებების გამო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაა დაგმობილი. მათ შორის კი ჩამოთვლილია საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გაბმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული ეთნიკური დისკრიმინაცია. ზემოთ აღნიშნულ დარღვევებში კი მკვლელობის, წამების, უხეში მოპყრობის, გატაცების და უკანონო დაკავებების ფაქტებია მოყვანილი.

რეზოლუცია ასევე მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენით სწავლების აკრძალვას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.

რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულისმკვლელობებს. დოკუმენტში ასევე ნახსენებია ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის ფაქტიც.

საქართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.

ამასთან ერთად, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930