გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ერთგვარი კონსენსუსია მიღწეული

7-07-2019

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ ფაქტიურად ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ერთგვარი კონსენსუსისია მიღწეული მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა საკუთარი ნებით უარი თქვა თავის სასტარტო უპირატესობაზე და უკვე 2020 წელს ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა 8-10 ივლისს, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილის თქმით, ამ ფორმატში შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმუმი გაკეთდება საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.

"ეს არის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პროცესი და ის შესაბამისი კომისიის ფუნქციონირებით იწყება. მოსაზრებებისთვის კარი ღიაა, თუმცა მმართველი გუნდის შეთავაზების ამოსავალი წერტილი და პრინციპი ერთიანი პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერია. ამ თემაზე აქტიური დისკუსია გვექნება პოლიტიკოსებთან , საზოგადოებასთან და იმ ადამიანებთან, ვინც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ჩვენი მიზანია, ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით რეგულაციების სათანადოდ დამუშავება. თუკი არსებობს შესაძლებლობა ,რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა” - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა სამუშაო შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ მათიკაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში პოლიტიკური ისტებლიშმენტის მთელი სპექტრია მიწვეული, მაგრამ ვისაც სურვილი გააჩნია ის იქნება წარმოდგენილი. 

„ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს გარკვეული სპეკულაციებით ელფერი დაუკარგოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და ამ თემაზე მსჯელობას გულისხმობს“ - აცხადებს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის წევრებთან ერთად მიწვეულები არიან ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი და საერთაშორისო პარტნიორები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930