გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: მთელი საქართველო უყურებდა შტურმს, მცდელობას, რომ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში

9-07-2019

მთელი საქართველო უყურებდა შტურმს, მცდელობას, რომ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და ამას რაც მოჰყვებოდა, ეს კინო ნანახი გვაქვს,- ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში რეჟსორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა.

,,ლაპარაკია მაღლა აღმართულ ხელებზე, ზუსტად ასეთი აღმართული ხელებით დააპირეს შტურმი პარლამენტის . შტურმი სამი საათის განმავლობაში, მთელი საქართველო უყურებდა ამ შტურმს, მცდელობას, რომ გაერღვიათ კორდონი და შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და რა მოჰყვებოდა ამას, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. მე ეს კინო ნანახი მაქვს ძალიან კარგად. იქ მინიმუმ სამი ჯგუფი ვნახე, რომელიც ვიცანი ვინ არიან ზონდერები, რომელი ჯგუფის იყვნენ , იტაცებდნენ პოლიციელებს . 30 პოლიციელი გაიტაცეს, სპეცრაზმის თანამშრომლები გაიტაცეს , პატარა ბავშვები კი არა, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებული მსგავსი აქციების აღსაკვეთად, თქვენ წარმოიდგინეთ მათ მოტაცებას, როგორი ძალისხმევა დაჭირდებოდა? და ეს პირდაპირ ჩანდა“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930