გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტთან

9-07-2019

თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს ვალერი პეკრესს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისში არსებულ გამოწვევებს და პარიზის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.


„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტთან. პირველი, რასაც საუბარი შეეხო, ესაა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, რაც მისასალმებელია, თუმცა ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ასევე, ვისაუბრეთ თბილისში არსებულ გამოწვევებზე. გვინდა, რომ ის გამოცდილება, რომელიც პარიზს სხვადასხვა მიმართულებით გააჩნია, გავიზიაროთ თბილისში. მათ მხარდაჭერა აღგვითქვეს სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მათი მხრიდან თანადგომა გვექნება კონკრეტული პროექტების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შევძლებთ, მათი მხარდაჭერით და თანადაფინანსებით, ერთობლივად განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თავის მხრივ კი, ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს შეუძლია, პარიზის გამოცდილება საქართველოს დედაქალაქის განვითარების სამსახურში ჩააყენოს.


„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები ხანგრძლივი, ისტორიული და ტრადიციულად ძალიან კარგია. ბედნიერი ვარ, რომ ვმასპინძლობ თბილისის მერს პარიზის რეგიონში. ჩვენ საშუალება მოგვეცა, გვესაუბრა მომავალ თანამშრომლობაზე. ძირითადად ეს ეხება ქალაქისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება ჩავაყენოთ საქართველოს დედაქალაქის განვითარების სამსახურში. ასევე, შეგვიძლია დიდი ნახტომი გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რადგან საქართველო უკვე ციფრულ და ტექნოლოგიურ ეკონომიკაში წინწასული ქვეყანაა და შეგვიძლია დიდი დროც მოვიგოთ ამ ახალი ტექნოლოგიების ჩართვით“, - აღნიშნა ვალერი პეკრესმა.


შეხვედრას ილ დე ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930