გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: ნიშანდობლივია, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

9-07-2019

„მთელი იმ ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც რუსთავი 2 აკეთებს, თესავს გესლს, ზიზღს და შურს საზოგადოებაში. ნიშანდობლივია, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს სწორედ განსაკუთრებულად კრიტიკულ სიტუაციებში. 2008 წლის ომის დროს, ემბარგოს შემოტანის სურვილისას, სქართველოს დაზიანების სურვილისას ლიდერობდა და მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები. ეს შემთხვევითობა აღარ არის. ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი. ხოლო პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც თავისი თანამემამულეები დაიცვას“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკალი ზოიძემ. 

მან 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვები გაიხსენა, რომლის შემდეგაც რუსეთიდან საქართველოში ქართველები სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. „თუ რუსეთში მყოფ ქართველებს პრობლემები შეექმნებათ, ეს მასა სწორედ ხელისუფლებაზე იქნება უკმაყოფილო, რომ მან ვერ დაიცვა ჩვენი თანამემამულეების ინტერესები. შემდეგი თემაა რუსი ტურისტების შეზღუდვა, რომ რუსმა ტურისტებმა ბოიკოტი გამოგვიცხადონ მათი სახელმწიფოს მეთაურის დედის გინებისთვის და ესეც გამოიწვევს უკმაყოფილებას იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ელოდებოდნენ შემოსავალს რუსი ტურისტების მხრიდან. და ეს ყველაფერი პრესის თავისუფლების იდეაშია შეფუთული. ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა, რომ თითოეული მიმართულებით გამოიწვიოს შესაბამისი უარყოფითი რეაქცია ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

მისი თქმით, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა იცის, რომ 17 ივლისს უნდა გამოცხადდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. „და ახლა უკვე ნებისმიერი ქმედება რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეიძლება გაასაღონ პუტინის დავალების შესრულებად, როგორც ჩვენი ხელისუფლების, ისე სტრასბურგის სამართლოს მხრიდან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930