გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეითს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

9-07-2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში.


ქალაქის ცენტრში 70 წლამდე ქალს, გზის გადაკვეთისას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.


დაშავებული სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქალს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.


"ჯერჯერობით მდგომარეობა არ ვიცით, ფეხი აქვს დაზიანებული და ოპერაცია უკეთდება, ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი", - განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.


შემთხვევის ადგილზე ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. ამ წუთებში ქალაქში მოძრაობა შეფერხებულია.




https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930