9-07-2019
ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.
რუსული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პუტინი სანქციებს ქართველი ხალხის პატივისცემის გამო არ დააწესებს.
როგორც პუტინი რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, საჭიროდ არ თვლის ვიღაც ნაძირლის გამოხტომაზე რეაგირება მოახდინოს, რადგან ასეთი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას დიდ პატივად თვლის.
„ანტირუსულ განწყობას საქართველოში აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ისტორია, ან იციან და იგნორირებას ახდენენ. საბოლოო ჯამში გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს. დანარჩენი მხოლოდ წარმოებულია, გინებაც და შეურაცხყოფაც. საკითხს სერიოზულად და სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ, არაა საჭირო ვიღაც ნაძირლების გამოხტომებზე რეაგირება. რაც შეეხება სანქციების შემოღებას საქართველოში, მე ამას არ გავაკეთებდი, არ ვიზამდი სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშნად. ერთი ადამიანი გამოვიდა სისულელე თქვა და თავი რაღაცად წარმოაჩინა. თუ აქამდე არავინ იცნობდა ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს, ამ კუთხით მან მიზანს მიაღწია. ჩამოაშორეს ეთერს ორი თვით და წავიდა დასასვენებლად, დაბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს. მაგრამ ხომ არსებობენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც მის საქციელს აპროტესტებენ. აი ამ ხალხის გულისთვის და რუსთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მე არ მოვიმოქმედები არაფერს ისეთს, რაც კიდევ გაართულებდა ჩვენს ურთიერთობებს. ასეთი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დიდი პატივი იქნებოდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“ - ის ეთერიდან, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.