გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე უარის თქმა სისულელეა

10-07-2019

ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება. მისი აზრით, გვარამია თავისი ისტერიული და ეპატაჟური გამოხდომებით ცდილობს, რომ აქტუალობა არ დაკარგოს. 
ექსპერტი ასევე რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს აფასებს და ამბობს, რომ ნებისმიერი სანქცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

„გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გვარამიას მორიგი ისტერიული და ეპატაჟური გამოხდომა - ჩაგიფსით ბორჯომშიცო, ღვინოშიცო, ნაბეღლავშიცო და ყველაფერშიო.
ნუ, ამ ისტერიკით, ცხადია, ცდილობს, აქტუალობა არ დაკარგოს - მისი სტილი ეს არის, კონსტრუქციული და არგუმენტირებული ლაპარაკის ნაცვლად, მხოლოდ გინებით და დევიანტური ქცევით უნდა თავი დაგვამახსოვროს.

ახლა რაც შეეხება საქმეს:
რუსეთზე დამოკიდებულებაზე როცა არის საუბარი პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ არავიზე დამოკიდებული არ ვართ - უბრალოდ ნებისმიერი სანქცია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის;
არავინ ცვლის არც ბორჯომზე, არც ღვინოზე ქართულ სახელმწიფოებრიობას ან/და ქვეყნის ინტერესებს;

ამ შუახნის კრიზისული ისტერიკიებით ვერ მოახერხებ ისე დახატო სურათი, თითქოს ბორჯომის გაყიდვა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი;
ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე უარის თქმა არის სისულელე და მეტი არაფერი;
ჩვენი საექსპორტო თუ ტურისტული ბაზრები, დივერსიფიცირებულია და ყველა ბაზარი მზარდია. შესაბამისად, გარდა რუსეთისა, ყველა ბაზარზე საქართველოს როლი მუდმივად იზრდება;

სანქციების ეფექტები:
ლარის კურსზე გაზრდილი წნეხი;
შემცირებული სამუშაო ადგილები;
დაზარალებული ბიზნესი;
არასტაბილური გარემო საბანკო სექტორში;
შემცირებული უცხოური ვალუტის შემოდინება;

დასკვნა:
ძალიან კარგია, რომ სანქციების ამოქმედებაზე უარი თქვეს და ბევრი ტლიკინი ამას არ უნდა;
ემოციები მართე, ენას კბილი დააჭირე და აპოკალიპტურ სურათს ნუ ხატავ“, - წერს ანდრია გვიდიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930