გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: ის რაც „რუსთავი2“-ის ეთერში ვიხილე, ფაქტობრივად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიაა

10-07-2019

უნდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი მოცემულობაა და მას ვერ „დავხურავთ“ . მასთან ურთიერთობა და სიტუაციის დალაგება ინსტიტუციურად უფლებამოსილი მაღალინტელექტუალური, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანების კოორდინირებული ძალისხმევის ფორმატში უნდა ვაწარმოოთ,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მეექვსედი რუსეთზე მოდის, უცხოელი ტურისტების მესამედი, საზღვარგარეთ რეალიზებული ღვინის ყოველი ხუთი ბოთლიდან - სამი და საქართველოში მოხმარებული ხორბლის ორი მესამედი. ფაქტობრივად, საქართველოს მრავალი ათასი ადამიანის, მევენახიდან და კირით-ხუროდან დაწყებული, ჰოსტელიერებით დამთავრებული, ეკონომიკური კეთილდღეობა ჯერჯერობით რუსულ ბაზარზე, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთში მცხოვრები და დასაქმებული ჩვენი თანამემამულეები, რომელთა ბედზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ტემპერატურა.

"ამ ურთიერთობების არევა და უფრო მეტიც, გაწყვეტა, საქართველოს მრავალმილიარდიან ზიანს მიაყენებს. ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონე რამდენიმე წლით უკან დაიწევს. ზრდის ნაცვლად მივიღებთ უკანდახევას, მოსახლეობის ტოტალურ გაღარიბებას (მარტო ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით შვიდი ათასი შინამეურნეობის წლიური შემოსავლების ექვივალენტურია), ჰიპერინფლაციას, სერიოზულ დარტყმას სახელმწიფოებრივი მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთში მცხოვრები და დასაქმებული ჩვენი თანამემამულეები, რომელთა ბედზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ტემპერატურა“,- წერს სოსო არჩვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930