გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ რამაზაშვილი: რუსეთის ბაზრის დაკეტვა მეღვინეობის დარგში შექმნის არასტაბილურ გარემოს

10-07-2019

რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში მევენახეებს ყურძნის ჩაბარება ძალიან გაუჭირდებათ, ამის შესახებ „თელავის ღვინის მარნის“ დირექტორმა ზურაბ რამაზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ბაზრის დაკეტვა, რომელსაც ექსპორტის მთლიანი წილის 63% უკავია, დარგისთვის „სერიოზული დარტყმა“ იქნება.

„მევენახეებს ძალიან გაუჭირდებათ ყურძნის ჩაბარება, ძალიან დაიწევს ჩასაბარებელი ფასი, ასევე შემცირდება კომპანიის მიერ დაგეგმილი ფინანსური მოლოდინები უარყოფითი მიმართულებით. ეს განსაკუთრებით შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთზე არიან დამოკიდებულები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, ამ ბაზრის დაკეტვა დარგში შექმნის არასტაბილურ გარემოს “ - აღნიშნა ზურაბ რამაზაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930