გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოებას ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

15-02-2018

„რეგიონისთვის სამხრეთი გაზის კორიდორის განვითარებას, ჩვენი ქვეყნისთვის კი სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას და „შაჰდენიზი 2“-ის დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სარგებელი, რომელსაც აქედან საქართველო მიიღებს, არის ის, რომ გაზის მოცულობა, რომელიც დღეს გვაქვს, პრაქტიკულად გაორმაგდება. „დღეს თუ ჩვენ 800 მლნ. კუბურ მეტრ გაზზე გვაქვს გვაქვს წვდომა, 2022 წელს ამ გაზის მოცულობა მილიარდ ექვსას მილიონამდე გაიზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე აისახება“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031