11-07-2019
დღეს დილით, 09:15 საათზე აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე, რამდენიმე აქტივისტი ტელეკომპანია რუსთვი2-ის ჟურნალისტებთან ერთად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე და უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით, ითხოვდნენ ხიდიდან დიდი ზომის ბანერის გადაკიდებას. აქტივისტებსა და ჟურნალისტებს განემარტათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტერიტორიაზე გადის არაერთი მაღალი ძაბვის ხაზი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ისინი არ დაემორჩილნენ რკინიგზის პასუხისმგებელი წარმომადგენლების მოთხოვნებს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს მათ.
„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთოების ზომები.
წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს , რათა საფრთხე არ დაემუქროს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.