11-07-2019
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი გათავისუფლდა.
მოსამართლის განმარტებით, მერებაშვილს პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურება და რადგან 15-მდე ვერ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, მერებაშვილი უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდან.
სხდომაზე დამსწრეები მერებაშვილის გათავისუფლებას ტაშით შეხვდნენ.