გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ამბიცია აქ არ სრულდება და ძალიან ნათელია: ეს არის სვლა უფრო წინ გაწევრიანებისკენ

11-07-2019

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ათწლიანი პარტნიორობის შედეგად საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან. უფრო მეტად მჭიდრო კავშირების პროცესმა კი მნიშვნელოვანი უპირატესობები მოუტანა ქვეყანას და მოსახლეობას. 

,,უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო გახდა უფრო დემოკრატიული და წარმატებული. 

ჩვენმა დემოკრატიულმა კულტურამ განვლო წყება სიახლეებისა: ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 2012 წელს; პირველი პარლამენტი კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე; მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებში. 

ჩვენი ინსტიტუციები გაძლიერდნენ: პარლამენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი ადამიანის მმართველობა; მედიის პლურალიზმი არასდროს ყოფილა ასე ძლიერი; რეფორმებმა გაამყარა კანონის უზენაესობა ინდივიდებისა და ბიზნესისასთვის.

სადაც დღეს ვართ ადასტურებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებასა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მზაობას.

თუმცა, საქართველოს ამბიცია აქ არ სრულდება და ძალიან ნათელია: ეს არის სვლა უფრო წინ გაწევრიანებისკენ. 

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მისაბაძი მაგალითია ლატვიის პრეზიდენტი ფრაიბერგა: იგი საბჭოთა კავშირს კანადაში გაექცა, მაგრამ დაბრუნდა პოლიტიკური ემიგრაციიდან, რათა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსში შეეყვანა. მე ამაზე ნაკლები საქართველოსთვის არ მინდა. 

ჩვენ არასდროს ავარიდებთ თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.
მაშინ როცა ჩვენ ვართ ამბიციურები, ასევე გვინდა რომ ევროპამ წარმატებას მიაღწიოს და გაერთიანდეს. 

როგორც პარტნიორებს, ჩვენ გვესმის რომ ევროპას აქვს საკუთარი გამოწვევები, მათ შორის ბრექსითის მოლაპარაკებები, ევროსკეპტიციზმის ზრდა და მიგრაციის საკითხები. 

ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ევროპა პირველ რიგში, თავად საჭიროებს რეფორმირებას. ცხადია, ევროპელი საზოგადოება პრიორიტეტს ამჟამად შიდარეფორმებს ანიჭებს, ვიდრე ახალი წევრების მიღებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სურს ევროპის წარმატება, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ცოტა მოთმინება. თუმცა, სანაცვლოდ, ჩვენ ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ სითამამე და ამბიციურობა. 

,,პოზიტიური იმპულსის შენარჩუნება სასიცოცხლოა პარტნიორობის ახალი მიმართულების განსაზღვრაში. 

როგორც თქვენი წარმატების ისტორია, ჩვენ მივისწრაფვით ვიყოთ ინოვატორები. ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ საცდელი სივრცე ვერ ვიქნებით.

ვინაიდან გადავდივართ პარტნიორობის ახალ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია შევჩერდეთ ან სვლა შევანელოთ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვლმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930