11-07-2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს სამი ყველაზე საჭირო ინსტიტუციონალური რეფორმის იმპლემენტაცია სჭირდება,რომელიც პოლიტიკურ მხარდაჭერასა და პრაქტიკულ დახმარებას მოითხოვს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისგან.
,,სასამართლო სისტემის რეფორმირების მეოთხე ტალღა მნიშვნელოვანია, რათა ქართველი ხალხის ნდობა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ ამაღლდეს და კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერება მოხდეს.
საჯარო ადმინისტრირების რეფორმა მაღალი პროფესიონალური და სტაბილური საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
ჩვენი ანტიკორუფციული სტრატეგია სამთავრობო ინსტიტუტების მაღალ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას შეუწყობს ხელს"- განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე მისი განცხადებით, საქართველო პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკური დიალოგისა და ერთიანობის წახალისებას გააგრძელებს.
,,ეს ჩემი სლოგანი გახლდათ, მას შემდეგ, რაც ამირჩიეს.
ამ მხრივ, მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ მიღებული გადაწყვეტილება 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩვენს ორიენტირს გაუსვამს ხაზს.
პარლამენტს უფრო მეტად წარმომადგენლობითს გახდის საზოგადოების ფართო ნაწილის პოლიტიკაში ჩართულობის უზრუნველყოფით.
ეს ფაქტი, რასაკვირველია საბჭოთა მემკვიდრეობას გადალახავს, როდესაც ერთი პარტია და ერთი ადამიანი მართავდა, რის შედეგადაც ქვეყანაში შესაძლოა პირველი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო ინსტიტუციურად ნებისმიერ სხვა ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიას დაემსგავსება.
მესამე, ჩვენ შევძლებთ OSCE-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების, სრულყოფილად თუ არა მისი უმეტესი ნაწილის იმპლემენტაციას, რათა საარჩევნო პროცესი დავხვეწოთ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე.
თითოეული არჩევნები პროგრესს უნდა განიცდიდეს და ევროპული სტანდარტების თავსებადობისკენ იღწვოდეს.
სამწუხაროდ, ჩვენი ევროპული ბედისწერა გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ აუვლის გვერდს.8 აგვისტოს ომის 11 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპაციით დასრულდა.
თუ ეს მიზნად ჩვენი ევროპული გზიდან გადახვევას ისახავდა, ქვეყნის მდგრადობა ნატოსა და ევროკავშირის მიმართ არის ჩვენი სტრატეგიული პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ახალი ამბების სათაურში აღარ ხვდება, ეს ტერიტორიები, თითოეული ქართველი მოქალაქის ღია ჭრილობად რჩება. ეს არის საკითხი, რომლის დავიწყება არ შეიძლება და არც მოხდება.
20 ივნისს ჩატარებული ცნობილი დემონსტრაცია ბუნებრივი გამოხატულებაა იმისა, რაც ათწლეულების მანძილზე მწიფდება: ერთის მხრივ, სუვერენული ერის აღშფოთება უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ, მეორეს მხრივ, იმედგაცრუება პოლიტიკური პროგრესის სიმწირის ხელახალი გაერთიანების მიმართ."- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა