11-07-2019
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, 2008 წლის მსგავსად, ახლაც დაიწყო რუსეთის იძულება, რათა მათ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა სანქციებით დაამძიმონ.
„საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე: 20/21 ივნისამდე საქართველოს მზარდი საერთაშორისო წარმატებები აქვს- ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ნატოს სწავლებები, აშშ-სთაან ორმხრივი ურთიერთობების უმაღლესი ნიშნული...პარალელურ რეჟიმში ნაცები და მათი პროპაგანდისტული მანქანა სხვდასხვა ფეიკნიუსებით ამ ყველაფერს ებრძვიან...როგორც ჩანს ბრძოლის მეთოდები საკმარისი არ აღმოჩნდა და გადავიდნენ ჩვეულ და ნაცნობ ტაქტიკაზე: დიწყეს დესტაბილიზაციის სხვადაასხვა კერების გაჩენა, და რაც მთავარია რუსეთის გაღიზიანება და გამოწვევა. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით რუსეთის იძულება, იძულება ისე როგორც ამას 2008 წელს აკეთებდნენ... რათა მათი სანქციებით საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ფონი დაემძიმებინათ. ინვესტორების და ტურისტების დაფრთხობა, ქართული პროდუქციის შეზღუდვა ან საერთოდ აკრძალვა რუსულ ბაზარზე ერთერთი მთავარი მიღწევა იქნებოდა, "რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცების შემოყვანა." ეს ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით არ იხსნება.. არც შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს და არც შენი ხალხი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.