გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სპეციალურ ბრძანებაში დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა - ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით და რა ლოკაციებზე - ყველაფერი

11-07-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა 20-21 ივნისს ბრძანების გაცემის დეტალებზე და პროცესის ქრონოლოგიურად განვითარებაზე შესახებ ისაუბრა.

„როდესაც მსგავსი ღონისძიებები ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტული და იმ კონკრეტულ ლოკაციაზე და იმ კონკრეტული მიზნებით რა საპროგნოზო მონაცემებიც არსებობს ამ გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩემს მიერ იყო ხელმოწერილი.“- თქვა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის მოაწერა ამ ბრძანებას ხელი, მინისტრმა განაცხადა - „იმ დღეს როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა თავისი ტერიტორია, ეს იქნებოდა დაახლოებით 12-დან 1 საათამდე.“

მინისტრმა განმარტა თუ რა წერია ამ ბრძანებაში - „დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა - ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით და რა ლოკაციებზე - ყველაფერი. რა სპეციალური საშუალებებით, რა უფლებამოსილებით და რა პასუხისმგებლობით. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, არავინ არ ელოდა. თქვენ ხომ გახსოვთ როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის. 2 შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების პარლამენტში შეჭრის. სწორედ ამის შემდგომ გავხდით ჩვენ იძულებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით, თორემ თავიდან, 7 საათისთვის იქ ჩვეულებრივი პატრული იდგა. ამის შემდგომ, გაიცა ბრძანება - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება 10 საათის შემდგომ. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 2 საათი ორსაათნახევარი. ეს უკვე ხდება სიტყვიერად. მე უკვე იქ ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიძაბა და გახდა ძალადობრივი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან დაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება და ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე. მაგრამ აგიხსნით რატომ.

7 საათიდან 10 საათამდე ეს აქცია იყო მშვიდობიანი. 10 საათის შემდგომ დაიწყო შტურმი. ერთხელ გაარღვიეს. შემდგომ შეიცვალა პატრული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებით, რომლებიც იყვნენ ფარებით აღჭურვილი და ამ დროიდან დაახლოებით 2-საათნახევარი, სანამ მათ შეძლეს გაემაგრებინათ ეს პოზიცია და იძულებული არ გახდნენ და უკვე პირდაპირი რისკი გაჩნდა სიცოცხლის, არა მხოლოდ იმ პოლიციელების, რომლებიც იმ კორდონში იდგნენ, არამედ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირების და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი გაჩნდა, შეიძლება მანამდე უნდა გაცემულიყო ბრძანება სპეციალური საშულების გამოყენების - ეს არის ერთადერთი.

რატომ ვითმინეთ ამდენი და რატომ გამოიყენა პოლიციამ თმენის ვალდებულება უკიდურეს პიკამდე - აგიხსნით რატომ. იმიტომ, რომ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მოწოდებების შედეგად ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და მართლაც შემცირდა. 15 000-დან ამ 10 საათიდან დაახლოებით 1-ის ნახევრამდე რაოდენობა რადიკალურად შეიცვალა და შემცირდა ადამიანების რაოდენობა. ამის შემდგომ ფაქტობრივად ჩვენი პოლიცია წინა ხაზზე დარჩა ფარების გარეშე. როდესაც 300-ზე მეტი ფარი გაიტაცეს, როდესაც ადამიანებს უბრალოდ იტაცებდნენ და ეს შეტევები არ წყდებოდა. თქვენ ხშირად გქონდათ შეკითხვა, რატომ ისროლეს გაზი უკან? გაზი ისროლეს უკან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930