გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ არ არის

16-02-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის ქურდულ სამყაროს და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი, 8 პირი დაკავეს. 
ამასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ.
უწყების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლითაც კიდევ უფრო ეფექტური ხდება ბრძოლა ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ, მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა.
„სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის ქურდული სამყაროს წევრი, არის მცდარი! სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო“- აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031