12-07-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას სატელევიზიო ეთერის შეფასებისას განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე საზოგადეობაში არსებულ კითხვებს გარკვეულწილად პასუხი გაეცა.
ზოიძის თქმით, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ყველა კითხვა გამოძიების დასრულების შემდეგ ამოიწურება.
"შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გარკვეულწილად პასუხი გაეცა. იმას რომ სრულად მივიღოთ სურათი, აუცილებელია, პროკურატურამ დროულად დაასრულოს, ის შეფასება, რაც მიმდინარეობს 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე, როგორც პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისა და ორგანიზების მხრივ, ასევე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების მიმართ. ამ შეფასების შემდეგ უკვე ვიტყვით რომ კითხვებს პასუხი გაეცა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.