გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხატია დეკანოიძე: სახელმწიფო გადატრიალებაზე და ამბოხზე როდესაც საქმე გაქვს აღძრული, უფრო მნიშვნელოვანი კითხვები უნდა მოისმინო

13-07-2019

დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, დაკითხვაზე რაიმე მნიშვნელოვანი კითხვა არ გაჟღერებულა.

„კითხვები ეხებოდა ჩემს ადგილმდებარეობას, სად ვიყავი, მივმართე თუ არა სიტყვით აქციას და ა.შ. რაზეც, დიახ, ჩემი პასუხი ესეთია, მე მივმართე აქციას სიტყვით, მე გამოვხატე პროტესტი ისევე, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩემი მდებარეობა იყო იქ, სადაც იდგნენ საქართველოს მოქალაქეები. სახელმწიფო გადატრიალებაზე და ამბოხზე როდესაც საქმე გაქვს აღძრული, ხომ მნიშვნელოვანი კითხვები უნდა მოისმინო, არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა მე იქ არ მომისმენია, როგორ იყო ქრონოლოგია, მოგვიყევიო და მოვუყევი“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც ხატია დეკანოიძის ადვოკატმა, ალექსანდრე მგელაძემ განაცხადა, რომ დაკითხვა ფორმალური ხასიათის იყო.

"დაკითხვა იყო ძალიან ფორმალური ხასიათის. არავითარი რაიმე დამაკონკრეტებელი კითხვა იქ არ დასმულა. გარდა იმისა, რაც ქალბატონ ხატიას საზოგადოებრივი ინფორმაციის საშუალებებით ჰქონდა გაცხადებული. დაკითხვა მიმდინარეობდა საკმაოდ ზერელედ, შესაბამისად, თუ რომელ მუხლთან იყო დაკავშირებული ეს კითხვები, მაგის თქმა ჩვენ არ შეგვიძლია", - განაცხადა დეკანოიძის ადვოკატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930