მიხეილ სააკაშვილი: უნდათ რომ შინა პატიმრობა მომისაჯონ და პუტინის დაკვეთით ჩემი საქართველოში ექსტრადირება მოახდინონ
22-12-2017
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პეჩორის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაში ჩანს რომ მისი საქმე გაყალბებულია და რეალური მტკიცებულებები არ არსებობს.
მისივე თქმით, უკრაინაში უნდათ შინა პატიმრობა მიუსაჯონ შემდეგ კი მისი საქართველოში ექსტრადირება მოახდინონ.
„პეჩორის სასამართლოს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ ამბობს, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე არის გაყალბებული, არ არსებობს რეალური მტკიცებულებები და ამ საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. პროკურატურა კი, დავალების შესაბამისად მოქმედებს. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდათ შინა პატიმრობა მომისაჯონ. შემდეგ კი, პუტინის დაკვეთით, საქართველოში, „გაზპრომის“ უდიდეს მეწილესა და რუს ოლიგარქთან ჩემი ექსტრადირება მოახდინონ" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.