16-07-2019
არჩევნების შემდეგ ორი თვეც არ გასულა და ჩვენ ვხედავთ, რომ კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს 35 %-ით აცდენილია. შესაბამისად, სერიოზული საუბარი შეუძლებელია ,- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საველე სამუშაოებს ატარებს „სიარარსი“, რეიტინგში ნაციონალური მოძრაობიხ წარმომადგენლები ლიდერობენ, ხოლო თუ საველე სამუშაოებს ატარებს „აიპიემი, ე.წ. ევროპული საქართველოს ანუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები გაიჭრებიან წინ.
,,ერთადერთი , რაც შეიძლება აღმოვაჩინოთ არის ის, რომ თუ საველე სამუშაოებს ატარებს „სიარარსი“, მაშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ლიდერობენ, ხოლო თუ საველე სამუშაოებს ატარებს „აიპიემი“ და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ე.წ. ევროპული საქართველოს ანუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები გაიჭრებიან რეიტინგში წინ. ეს არის განსხვავება. ადრე თუ ცდომილება 20-22 % იყო, ახლა არის 35 %. ერთადერთი რაც შეიძლევა დამატებით ითქვას არის ის, რომ ადრე აყალბებენ არჩევნებს, ახლა აყალბებენ კვლევებს. მე ვერ მოუწოდებ ასეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვას დაუკვეთოს საველე სამუშაო, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში, როცა ვხედავთ რომ ხან 20% - ით, ხან 25% - ით, ხან 30% - ით და ამ შემთხვევავში 35% - ით სცდება საარჩევნო შედეგებს, ალბათ დაფიქრება ღირს და საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.