გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც თვისობრივად შეცვლის სიტუაციას ქვეყანაში

22-12-2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა ახალი ენერგიით განახორციელებს ნაბიჯებს ქვეყანაში სტაბილური და სწრაფი განვითარების დინამიკის შექმნისთვის. 
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ახალი შემადგელობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. 
„დასრულდა ორდღიანი პროცედურა. ჩვენმა კაბინეტმა, განახლებული შემადგენლობით, მიიღო პარლამენტის ნდობა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენთვის. ვფიქრობ, დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი განახლებული შემადგენლობით და იმ პროფესიონალიზმის დონით, რომელიც მასში არის კონცენტრირებული, არის ნამდვილად იმ პოზიციაში, რომ დღეიდან მოყოლებული, კიდევ ახალი ენერგიით განვახორციელოთ ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ, სწრაფ, ახალი განვითარების დინამიკას შექმნის. ჩვენ ვიზრუნებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო, დატვირთული პროგრამა და ამ პროგრამის განხორციელება, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ თვისობრივად შეცვლის სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის და საზოგადოების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის წლად გამოვაცხადე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა. ძალიან საინტერესო განხილვები იყო, მიუხედავად ყველაფრისა, იმ ემოციური ფონისა და ა.შ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პროცესი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება“- განაცხადა პრემიერმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930