გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ კახიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით

18-07-2019

ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით,არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად.

„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ.

ეს ასე არ არის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ:

1. არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;

2. საქმის წარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით.

ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930