გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტრასბურგი: არც „ქართული ოცნება“ და არც რომელიმე სახელმწიფო ორგანო სამართალწარმოებაში მხარე არ ყოფილა

18-07-2019

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პრესრელიზს ავრცელებს, რომლის თანახმადაც ტელეარხის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში მოსამართლეების მიკერძოებულობას ან სამართლიანი სასამართლოს გარანტიების სხვა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„სასამართლო დავის შედეგად 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრე აიძულეს ტელეარხის გადაცემა და რომ ამჟამინდელი მესაკუთრეები არ იყვნენ მესამე რიგის კეთილსინდისიერი მყიდველები. ამ პროცესის მიმდინარეობისას, „რუსთავი-2“-ის კორპორაციული აქტივები და კომპანიაში მესაკუთრეთა წილები დაყადაღდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ საქმეში, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მესაკუთრეები ამტკიცებენ, რომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე მომუშავე მოსამართლეებს აკლიათ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართელეთა პალატამ: ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ ყოფილა ადამიანის უფლებათა კონვენციის მექსვე მუხლის პირველი პუნქტის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მიერ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას; ერთხმად დაადგინა, რომ არ ყოფილა ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას; ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ ყოფილა ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა სასამართლოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომელმაც უზენაეს სასამართლოში საკასაციო პროცედურით იღებდა გადაწყვეტილებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ მიკერძოების შესახებ ყველა ბრალდება, გარდა ერთისა იყო ან უსაფუძვლო და არადამაჯერებელი. რამდენიმე წლის წინ, „რუსთავი 2“-ის დირექტორის მონაწილეობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმეში, რომელმაც გამოიწვია მისი გათავისუფლება მისი სასამართლო უფლებამოსილებიდან იმავე დროს, დააყენა მიუკერძოებლობის არარსებობის პრეტენზია.

თუმცა უზენაესმა სასამართლომ ძლიერად შეაფასა ნებისმიერი შიში ამ კუთხით და დამაჯერებლად გაფანტა ისინი საფუძვლიანად დასაბუთებული გადაწყვეტილებით. ამ დასკვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სისტემატიურად წარადგინეს უსაფუძვლო მოთხოვნები სხვადასხვა მოსამართლის წინააღდეგ აცილებასთან დაკავშირებით იურისდიქციის სამივე დონეზე, რაც იყო მართლმსაჯულების ადმინისტრირების პარალიზების სავარაუდო მცდელობა, ხოლო „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მედიაში გააკეთა უხეში და ღვარძლიანი თავდასხმები შიდა მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული იყვნენ მფლობელობის უფლების განხილვაში და ასევე ზოგადად სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. სასამართლომ ერთხმად უარყო, როგორც მიუღებელი დარჩენილი სარჩელები, რომლებიც „რუსთავი 2“-ის მფლობელების (მეორედან მეოთხე განმცხადებლის ჩათვლით) მიერ იყო წარდგენილი, ისევე როგორც ყველა ის სარჩელები, რომლებიც რუსთავი 2-ის (პირველი განმცხადებლის) მიერ იყო წარდგენილი, მათ შორის მათი ბრალდებები, რომ სასამართლო წარმოება სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია, სატელევიზო არხის გასაჩუმებლად.

აღნიშნული დაუშვებლობის შედეგების გათვალისწინებით, სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მოიხსნას დროებითი ზომა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ეს უნდა იყოს სხვა ზომებს შორის, რომელიც აჩერებს 2017 წლის მარტის გადაწყვეტილების აღსრულებას.

სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო პალატამ, რომელიც შვიდი მოსამართლისგან შედგებოდა: ანჟელიკა ნუზბერგი (გერმანია), იონკო გროზევი (ბულგარეთი), ვინსენტ დე გაეტანო (მალტა), სიოფრა ოლირი (ირლანდია), მარტინს მიტსი (ლატვია), ლეტიფ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი), ლადო ჭანტურია (საქართველო).

სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია პირველი მომჩივანის ყველა საჩივარი, ასევე დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივრების უმრავლესობა და ისინი დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე მომუშავე მოსამართლეების მიმართ საჩივრებმა ფაქტებთან და სამართალთან დაკავშირებით სერიოზული საკითხები დააყენა, რაც არსებით შესწავლას საჭიროებს. სასამართლომ იურისდიქციის თითოეული დონე ცალ-ცალკე განიხილა და დაადგინა, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აკლდა არც დამოუკიდებლობა და არც მიუკერძოებლობა.

პრესრელიზში საუბარია პირველი ინსტანციის მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე, რომლის დანიშვნაც ჩვეულებრივ პროცედურის საფუძველზე, კერძოდ კი ანბანის მიხედვით შერჩევით მოხდა. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმის მტკიცება, რომ მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო მის შვილზე გავლენის მოხდენის მიზნით. რაც შეეხება თამაზ ურთმელიძის ცოლის მიერ სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“ „რუსთავი 2“-სა და მისი დირექტორის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს კომენტარები იყო ნეგატიური, თუმცა არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათი ავტორი ცდილობდა თავის ქმარზე გავლენის მოხდენას ან ქმრის მოსამართლის თანამდებობის გამოყენებას. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მოსამართლემ მიიღო თავისი ცოლიც პირადი მოსაზრებები. პირიქით, საქმის მასალებმა აჩვენა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საკუთარი თავის დისტანცირება მოახდინა მოსაზრებებისგან, რომლებიც გამოთქვა მისმა ცოლმა, როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ყველა უფლება, იყოს პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური.
გარდა ამისა, სასამართლომ ვერ დაინახა რამე ისეთი, რომ მიეჩნია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან მეტისმეტი სიახლოვე, რომელიც იყო ერთ-ერთი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. არაფერი იყო შეუსაბამო ორივე მოსამართლესთან მიმართებაში, რომ ისინი არიან საქართველოს მოსამართლეთა კავშირის დამფუძნებლები, რომელიც წარმოადგენს მოქმედი მოსამართლეების ინტერესების წარმომადგენელი ასოციაცია, ან იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ ისინი მფლობელობის დავის დროს ჯერ კიდევ იყვნენ ასოციაციის წევრები. სასამართლომ ასევე ვერ აღმოაჩინა რაიმე არასასურველი 2015 წლის ოქტომბერში ასოციაციის მიერ სასამართლო სისტემის და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დასაცავად გაკეთებულ განცხადებაში, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი საჯარო შეურაცხმყოფელი თავდასხმების შემდეგ. სატელევიზიო მიმართვებს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „ზონდერ-მისამართლედ“ (რომელსაც აქვს ნაცისტური კონოტაცია) და გამოიყენა ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მიწა დაიწვება მოსამართლის ქვეშ“, „გაუნათლებელი“, „კორუფციონერი“, „მარიონეტი“, „თემიდის ფსევდო მსახური“, „ნაჯახით აღჭურვილი“, „დაქირავებული“, „არამზადა.“ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს კრიტიკა სასამართლო დარბაზში გამოუთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ეს გააკეთა გავლენიანი მედიის, „რუსთავი 2“-ით და არც დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისთვის პირობების ხელოვნურად შექმნის განზრახვა.

არც „ქართული ოცნების“ კოალიცია, როგორც პოლიტიკური პარტია და არც რომელიმე სახელმწიფო ორგანო არ იყო მხარე სამართალწარმოებაში და არ ყოფილა დაკავშირებული მფლობელობის უფლების არსებით დავაში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე დე გაეტანოს პოზიციის განმარტება, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს. კერძოდ, დე გაეტანო მიიჩნევს, რომ საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გავრცელებულ პრესრელიზში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930