18-07-2019
„არ მგონია, რომ პუტინმა მოისყიდა - ასე პასუხობს "რუსთავი-2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს შეკითხვაზე - სტრასბურგის სასამართლო პუტინმა მოისყიდა?
მურადაშვილსა და ჩერგოლეიშვილს შორის კამათი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის ოთო კახიძის ფეისბუქპოსტს მოყვა, რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.
სოციალურ ქსელში კახიძემ განაცხადა, რომ საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.
„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ. ეს ასე არ არის.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ:
1. არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;
ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით.
ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს- დაწერა კახიძემ.
კახიძეს მალევე გამოეხმაურა რუსთავის 2-ის გადაყენებული დირექტორი ნიკა გვარამია
ოთო, ძალიან უკიდეგანო ყ*** ხარ. უიმედო სრულიად, - ასე უპასუხა ნიკა გვარამიამ ოთო კახიძის კომენტარს "რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
თამარ ჩერგოლეიშვილს ასევე აინტერესებს, რატომაა გადაწყვეტილება გატენილი გვარამიას ვულგარული გამოხტომებით.