19-07-2019
"ეს არის მოცულობითი და მრავალკკომპონენტიანი გადაწყვეტილება. ნათქვამია, რომ საჩივარი როგორც "რუსთავი 2"-ის ნაწილში, ასევე სხვა მომჩივნების ნაწილში ყველა სასარჩელო მოთხოვნა არის დაუშვებლად ცნობილი გარდა რამდენიმესი და ეს რამდენიმე არის სწორედ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში რამდენიმე მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი"-ეს განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, ეს არის რეალურად 4 მოსამართლე.
"პირველ ინსტანციაში მოსამართლე ურთმელიძე, სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლე გუჯაბიძე და უზენაესში ორი მოსამართლემ გვენეტაძე??? და თოდუა. დანარჩენ ნაწილში ყველა მომჩივნის ყველა სასარჩელო მოთხოვნა სხვადასხვა მიზეზით უარყოფილ იქნა, ანუ დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებით განხილვაში არ შევიდა მოსამართლე. თუმცა, საკუთრების ნაწილში თქვა, რომ დაუსაბუთებელია ყარამანიშვილის და ტვ საქართველოს საჩივარიო და თქვა ასეთი ფრაზა, რომ არავითარი საფუძვლიანი არგუმენტი საკუთრების უფლების დავის ნაწილში არ იკვეთება ამ საქმეზეო. რეალურად ეს დაუშვებლობის საფუძველია, მაგრამ არის ისეთი საფუძველი, რომელიც თავის თავში მაინც გულისხმოვს გარკვეულად დავის არსებით ნაწილში გარკვეული ხარისხით შესვლას.
ამ ოთხ მოსამართლესთან დაკავშირებით იყო თითქმის ყველა შემთხვევაში ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ანუ შვიდივე მოსამართლე ერთ აზრზე დარჩა. ესენი არიან მზის თოდუა და ნათია გუჯაბიძე მე დღეს დილით ნინო გვენეტაძე ვთქვი, იქ ინციალებით არის ნ.გ ჩავთვალე, რომ ნინო გვენეტაძე იყო, მაგრამ ახლა დავაკორექტირებ, ერთხმად გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დამოუკიდებლები და მუკერძოებლები იყვნენ მზია თოდუა და ნათია გუჯაბიძე და იქ კითხვის ნიშნები არავითარი არ არის, ასევე არ არის კითხვის ნიშნები ურთმელიძესთან და გვენეტაძესთან დაკავშირებით, უბრალოდ ამ ორ ნაწილში ერთმა მოსამართლემ გამოთქვა განსხვავებული აზრი. მაგალითად, ურთმლიძის შემთხვევაში ყველა ნაწილში დაეთანხმა სხვა მოსამართლეებს, რომ ეს მოსამართლე არ იყო მიკერძოებული, ტარდა მეუღლის მიერ გაკეთებული კომენტარებია და პოსტებისა სოციალურ ქსელში. შესაბამისად, ეს არის თითქოს დეტალები, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც საბოლოო ჯამში გვათქმევინებს იმა, რომ სტრასბურგის საამართლომ დიახ, გადაწყვიტა დღეს, რომ ამ საქმეზე ქართული მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით, რომ მოსამართლეები და მართლმსაჯულება იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და მნიშვნელოვანია ალბათ არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც, იმიტომ, რომ, როგორც თავად იმ ერთმა მოსამართლემ ვინც უმცირესობაში დარჩა , თავის განსხვავებულ აზრში ამბობს, რომ ეს არ არის ბრალოდ საქმე, ეს არის საქმე, რომელიც იპყრობდა ყველა ტიპის პოლიტიკურ ინტერესს მრავალი თვის განმავლობაში ქვეყანაშიო, ეს მართლაც ასეა.
პოლიტიკურ ჭრილში ვიტყოდი, რომ იმ პოლიტიკურ განცხადებაბს რომ ვუყურებდით გუშინ-გუშინწინ, რომლებიც ამბობდნენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებები იქნება ვერდიქტი ქართული მართლმაჯულებისთვის, ეს ვერდიქტი არის პოზიტიური, თუმცა ვერდიქტი კონკრეტულად, პიოვნულად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ამას მე არ ვამბობ უსაფუძვლოდ. არის ისეთი პარაგრაფები, აბზაცები ამ გადაწყვეტილებაში, როგორიც არის 175-ე, შემდეგ უკვე 300-ის შემდეგ პარაგრაფები, თქვენ თუ ჩახედავთ, მას ეძღვნება პიროვნულად, განხილულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისი ჩართვები, პრესკონფერენციები და გამონათქვამები და შეფაებულია მაგალითად ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა ზონდერმოსამართლე, დაქირავებული ზონდერი, გოიმი, მანქურთი, მანტიაში გახვეული, მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო, მონა, ჯიბის მოსამართლე და ა.შ. ეს ყველაფერი არის დაწვრილებით განხილული და დასკვნა არის გაკეთებული, პირდაპირ წერია, რომ ეს ადამიანი, "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი გასული იყო დაშვებული კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე. ამიტომ, ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ეს არის გენდირექტორის შესახებ ვერდიქტი"-განაცხადა წულუკიანმა.