გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტროსთან უსაფრთხო შრომის მოთხოვნით მოქალაქეები აქციას მართავენ

19-07-2019

"ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს, ვითხოვთ უსაფრთხო შრომას" - ამ ტრანსფარანტებით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა.


სამოქალაქო აქტივისტებმა მშენებლობებზე და სხვა სამუშაო ადგილებზე მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს დროს ბოლო 10 წლის განმავლობაში 1200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა


"სტატისტიკა არის საგანგაშო ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. ჩვენ მოვედით, რომ ვკითხოთ ახალ მინისტრს რა ხედვა აქვს, ის არ არის მხოლოდ ჯანდაცვის, ან მხოლოდ დევნილთა მინისტრი, ის არის შრომის მინისტრიც",- აცხადებს აქციის ორგანიზატორი ლაშა მესხი.


აქციის მონაწილეებს, რამდენიმე წუთში, ჯანდაცვის სამინისტროდან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე შეხვდება





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930