გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის დეტალები განიხილეს

19-07-2019

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, შესაბამისი სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში, განიხილეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფთან ერთობლივი მოქმედების დეტალები. 

მოწონებულ იქნა მავნებლის სალიკვიდაციო ღონისძიებებში მერის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა. 

ასევე აღინიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიური ფაროსანას სალიკვიდაციო თერმული დამუშავების პროცესი გაორმაგებული აქტივობით განხორციელდება, რაც კოორდინირებულ მოქმედებას და არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. 
ამ კუთხით ხაზი გაესვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების შემდგომი ჩართულობის აუცილებლობას. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა თხილისა და სიმინდის ფართობებში გავრცელებულ სხვა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდები. 

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ასევე მიეცათ დავალება ჩაის პალნტაციებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე არსებული მონაცემების განსაზღვრულ ვადებში დაზუსტებასთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930