გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: გვაქვს შანსი, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია

19-07-2019

„საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერა და ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აშშ-ის კონგრესის პოლიტიკურ დღის წესრიგში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში, აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტზე“ საუბრისას განაცხადა.



არჩილ თალაკვაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც, კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი იყო.



„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ინიცირებულია საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მკაფიო მხარდაჭერაა გამოხატული. საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერა და ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. გვქონდა შეხვედრები სენატორებთან და მოველით, რომ ამ აქტს პოლიტიკური მხარდაჭერა სენატშიც ექნება.



ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ, რაც, ამერიკის დიდ ბაზარს და სავაჭრო შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვის. გვაქვს დიდი შანსი, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930