გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდო ქუთაისშია

23-07-2019

ლეგენდარულმა ფეხბურთელი, ბრაზილელი რივალდო adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა.


როგორც მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოხარულია, რომ მეორედ მოუწია საქართველოში ჩამოსვლა.


"ძალიან მიხარია რომ საქართველოში მეორედ მომიწია ჩამოსვლა. იმედი მაქვს რომ კიდევ მომიწევს ჩამოსვლა და დარწმუნებული ვარ რომ ბევრი რამ არის სანახავი. ძალიან ბედნიერი ვარ იმ სითბოსთვის, რომელიც ხალხმა საქართველოში ჩემს მიმართ გამოხატა. დღეს მივიღე მონაწილეობა ფილმის გადაღებაში და მოხარული ვარ რომ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად მივიღე მონაწილეობა",-აღნიშნა რივალდომ.


ფილმს, რომელშიც ფეხბურთელი მონაწილეობს "არენა" ჰქვია. გადაღებები წყალტუბოში მიმდინარეობს და თბილისშიც გაგრძელდება.


ფილმში რივალდოსთან ერთად სხვა ცნობილი ქართველებიც იღებენ მონაწილეობას.


რივალდოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აჭარაბეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა.




https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031