გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის საბჭოში გასაუბრებას დღეს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გაივლიან

23-07-2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება.


საბჭოს წევრები დღეს სამ კანდიდატს მოუსმენენ, მათ შორის, საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს. საბჭოს წევრები ასევე გაესაუბრებიან მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი თევდორაშვილს.


კანდიდატებთან გასაუბრება 10:00 საათიდან დაიწყება.


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაააკვირდებიან.


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ სამ კანდიდატს – მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძესა და თამარ ზამბახიძეს მოუსმინეს.


იუსტიიცის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.




https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930