გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

25-07-2019

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობისთვის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ-მ ე.კ-სთან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, ზ.ბ-ს და ტ.დ-ს მეშვეობით, მიმართა „კრიმინალურ ავტორიტეტს“ გ.დ-ს. გ.დ-მ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ ი.დ-სთან შეთანხმებით, 2018 წლის მაისის თვეში, თბილისში გამართულ „ქურდულ შეკრებაზე“ განიხილა და დავა გადაწყვიტა გ.გ-ს სასარგებლოდ. მან ე.კ-ს დააკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-ს, ასევე თავისთვის და ქურდული სამყაროს სხვა წევრებისთვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

გ.დ-ს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ე.კ-მ მიმართა ასევე საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ჯ.კ-ს, რათა მას თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით გავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შეეცვალა იგი ე.კ-ს სასარგებლოდ. აღნიშნული დავის გადასაწყვეტად ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ჯ.კ-მ მოდავე მხარეები ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში დაიბარა.

2018 წლის 16 ივნისს, თურქეთში შედგა ქურდული შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ ე.კ, გ.გ., გ.დ და ტ.დ, რა დროსაც „კანონიერი ქურდის“ ჯ.კ-ის მიერ დავა კვლავ გ.გ-ს სასარგებლოდ გადაწყდა, ხოლო ე.კ-ს დაეკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-სთვის, ასევე კანონიერი ქურდებისა და დავის განხილვაში მონაწილე ქურდული სამყაროს სხვა წევრებისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად.

2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გ.გ., ზ.ბ., ტ.დ., ე.კ. და გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გ.დ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით და 223''-ე მუხლით; ზ.ბ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით; ტ.დ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით და 223''-ე მუხლით; ე.კ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223''-ე მუხლით და 223''''-ე მუხლის 1 ნაწილით; გ.გ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223''-ე მუხლით და 223''''-ე მუხლის 1 ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930