გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვეიცარიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

22-12-2017

შვეიცარიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ყაჩაღობისთვის იძებნებოდა. ამის შესახებ ipn-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ აარგაუს პოლიციამ „რენოს“ მარკის ავტომობილი შეამოწმა, რომელსაც ფრანგული სანომრე ნიშნები ჰქონდა. შემოწმებისას ორმა ქართველმა საფრანგეთში გაცემული საბუთები წარადგინა და განაცხადა, რომ ბადენში მანქანის საყიდლად მიემგზავრებოდნენ. 
პოლიციამ დაკავებული პირები განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც მათი დეტალური შემოწმება მოხდა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი პირი ყაჩაღობისთვის იძებნებოდა. 
ასევე მანქანაში აღმოაჩინეს მოპარული ნივთები, ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება.
imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930