გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაცული ტერიტორიების რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს

18-02-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ დაზღვევის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მთავარ მიზანს რეინჯერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.


"ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 530 თანამშრომლისა და რეინჯერის 2018 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნებისფონდი 100 000 ლარით დააფინანსებს. ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერებს ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას"-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეინჯერების მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კავკასიის ბუნების ფონდს მხარდაჭერისთვის. საქართველოს ბუნების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც, ძირითადად, დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს გაძლიერება და ამ მიმართულებით დონორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930