გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს შეხვდა

18-02-2018

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან დანიელ ბრულეტთან.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს განვითარების პროცესში.


როგორც შეხვედრაზე ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამერიკა აფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველოს მთავრობამ გასწია ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის ენერგოსექტორის რეფორმირების, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს ჩართულობისთვის. აშშ მიესალმა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში საქართველოს გაწევრიანებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგო სტანდარტების კიდევ უფრო განვითარებას.


განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის პროცესში. აშშ-მა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ქვეყნის საერთაშორისოსატრანზიტო ენერგეტიკული ფუნქციის განვითარებისა და ეფექტური რეალიზაციისთვის. საუბარი შეეხო თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის იმპლემენტაციის, მათ შორის განახლებადი ენერგო წყაროების განვითარების პროცესში.


მხარეები მიესალმნენ ამერიკული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ და ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაში უმსხვილესი ამერიკული კონსორციუმის მონაწილეობის მნიშვნელობა.


როგორც მიხეილ ჯანელიძემ ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე აღნიშნა გასული წელი მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებში და მიესალმა ორმხრივ მზაობას კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს სტრატეგიული თანამშრომლობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930