გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: ჩამოვშორდები მე თავჯდომარეობას და ბადრი თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას

26-07-2019

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ. 

მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ის და ბადრი ჯაფარიძე დატოვებენ დაკავებულ თანამდებობებს ანაკლიის პორტის პროექტში, რათა არ გაგრძელდეს სპეკულაციები თითქოს ისინი ამ პროექტს ეფარებიან.

„ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი. ანაკლია არის შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის. მთავრობა ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს და მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ებრძვიან მას. 

მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია. ჩვენ შევცვლით ანაკლიის პორტის საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე. ჩამოვშორდები მე თავჯდომარეობას და ბადრი თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს ჩვეენ, რომ ჩვენს გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031