გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სასამართლო 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

27-07-2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.


პროკურატურა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებული სხდომის დაწყებამდე განაცხადა.


რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ჭაბაშვილის თქმით, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.


ირაკლი ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.


დღევანდელ სხდომაზე სასამართლო ასევე იმსჯელებს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის, გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.




https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031