გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

28-07-2019

თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაცვის მხარე 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.


სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშნა.


ასევე 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე ადამიანს-მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდათ.


ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დღეს წარუდგინეს.


ის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე მოწმის სტატუსით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 23 ივლისს გამოიკითხა. ამ საქმეზე გამოიკითხნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც, მათ შორის ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ბარამიძე, გიგი უგულავა, ხატია დეკანოიძე და გუბაზ სანიკიძე.


20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.


რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.


ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.


20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.


ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930