გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრმა კანცლერის მრჩეველთან ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა

18-02-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იან ჰეკერთან.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივ თანამშრომლობას, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და უსაფრთხოების გარემოს რეგიონში.


აღინიშნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობის მინიჭება და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობას და ბოლო პერიოდში ამ პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს, რაც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უვიზოდ გადაადგილების წესების დარღვევას და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებას. გერმანულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება ითანამშრომლოს საქართველოსთან აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ცალკეულ ინიციატივებს ამ მიმართულებით. საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ არსებული პროგრესის გათვალისწინებით აღინიშნა გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის მნიშვნელობა, გერმანულმა მხარემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ იგი აქტიურად განიხილავს ამ წინადადებას და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს.


მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას და საერთაშორისო ფორმატებში ეფექტურ თანამშრომლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031