გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მომავალ წელს საქართველო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს

18-02-2018

საქართველო, მომავალ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ, რათა მიუნხენის კონფერენცია იყოს "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციისა" და "საქართველოს ევროპული გზის" თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი.


ასევე დაიწყება მუშაობა, რათა საქართველომ 2019 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლოს.

საუბრისას, ხაზი გაესვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელიც, საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის, ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს და სფეროს ექსპერტებს.


პრემიერ-მინისტრმა ვოლფგანგ იშინგერს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ასევე მადლობა გადაუხადა პირველად, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების თანაორგანიზებისთვის, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031