გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
«Die Presse» (ავსტრია): სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებზე კონტროლი მთლიანად დაკარგა

18-02-2018

საქართველოს ექს-პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა ავსტრიის გაზეთ «Die Presse»-ს კორესპონდენტმა პაულ ფლუკიგერმა, რომელშიც უკრაინიდან გაძევებულმა პოლიტიკოსმა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი გარემოცვა მწვავედ გააკრიტიკა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინტერვიუს რეზიუმეს:


მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინა მაფიოზურ ქვეყნად ყალიბდება: „მატულობს ოლიგარქთა სამეურნეო ინტერესები: ეკონომიკის 70% მათ მიერ კონტროლდება, მთავარი ოლიგარქები არიან პრეზიდენტი მიხეილ პოროშენკო და რინატ ახმეტოვი. ხელისუფლების სტრუქტურები სუსტია, სახელმწიფო მექანიზმი პრაქტიკულად არ მუშაობს. ეკონომიკა დანგრეულია, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. საერთოდ კი, ქვეყანა დაშლის ზღვარზეა: ბუკოვინასა და კარპატებში, სადაც ეროვნული უმცირესობები - რუმინელები და უნგრელები ცხოვრობენ, იზრდება სეპარატისტული განწყობები“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინიდან საზღვარგარეთ დიდი რაოდენობით აქტივები გადის: „ოლიგარქებს ფული შვეიცარიისა და ავსტრიის ბანკებში შეაქვთ. ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ავსტრიის ბანკები სარგებლობენ: ვენაში აქვს ფული შენახული რუსეთში გაქცეულ ვიქტორ იანუკოვიჩს და მის გარემოცვასაც“.


ინტერვიუს დასასრულს გაზეთი კორესპონდენტი აღნიშნავს:


„50 წლის მიხეილ სააკაშვილი ოდესღაც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ლიდერთა შორის ყველაზე იმედის მომცემ პიროვნებად ითვლებოდა. 2003 წელს მან საქართველოს რეფორმირება დაიწყო, მაგრამ 2007 წლიდან მიხეილ სააკაშვილის მოქმედების მეთოდები შეცვალა. ოპონენტები მას ავტოკრატიაში ადანაშაულებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის დროს საქართველომ მთლიანად დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებზე. 2013 წელს მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა და პოსტი დატოვა. მოგვიანებით იგი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი ხდება, მოქალაქეობას იღებს და 2015 წელს უკრაინის შავიზღვისპირა რეგიონის - ოდესის ოლქის გუბერნატორად ინიშნება. საბოლოოდ ყველაფერი იმით მთავრდება, რომ პეტრო პოროშენკოს მისი ყოფილი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი „ბარიგას“ უწოდებს და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს...“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930