გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობით დაზარალებული მესაკუთრის საქმეზე პირველ სხდომას გამართავს

28-07-2019

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ და კომპანია „DOHWA Cansulting Engineers Co. Ltd"-ის მიმართ სარჩელის განხილვას იწყებს. სასამართლო მოქალაქე მაყვალა ჯაფარიძის სარჩელს განიხილავს, რომლიც ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალდა, ინებართვოდ იქნა გამოყენებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში და დღემდე არც სახელმწიფოს და არც კომპანიას არ მოუხდენია მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურებაზე უარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც განაცხადა. 

საქმის მასალების მიხედვით, „Sinohydro“-ს საქმიანობის შედეგად ბევრია დაზარალებული ადამიანი, როდესაც კომპანიამ საპროექტო მიზნებისთვის ისარგებლა მოქალაქეების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით და არ გასცა შესაბამისი კომპენსაცია. ამასთან, ამ ფაქტების მიმართ, სათანადო რეაგირებას არ ახორციელებს „Sinohydro“-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველი სახელმწიფო უწყება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ორგანიზაციამ სასამართლო წესით დავა დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალებული ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის, მაყვალა ჯაფარიძის დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით. „Sinohydro“-მ მესაკუთრის ინფორმირებისა და ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ისარგებლა მოქალაქის მიწის ნაკვეთით, ამოიღო ინერტული მასალა, მიწის ნაკვეთი კი, პირვანდელი დანიშნულებისთვის, უკვე გახდა გამოუსადეგარი. მაყვალა ჯაფარიძე ორგანიზაციის მეშვეობით, 2016-2017 წლებში, არაერთი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, როგორც კომპანიასთან, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ამაოდ ცდილობდა კანონიერ უფლებებში აღდგენას. მოქალაქე ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა, ვინაიდან დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა სადავო საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის გასაჩივრება და სამართლიანი კომპენსაციის მიღებაც, მაყვალა ჯაფარიძემ, უკვე სასამართლო წესით გადაწყვიტა. 

დაზარალებული მოქალაქის საკითხის შესწავლის პროცესში დგინდება, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს მომზადებული აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ფართობი 6 000 კვ.მ. წარმოადგენს მაყვალა ჯაფარიძის საკუთრებას. როგორც კომპანია, ასევე დეპარტამენტი, საქმის მასალების მიხედვით მიუთითებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს, მაყვალა ჯაფარიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენება ნამდვილად მოხდა, თუმცა დღემდე მოქალაქე სამართლებრივი უფლების დაცვის გარეშეა. ორგანიზციამ ადგილზე მოამზადა დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე ფოტო-მასალა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გავერანებულია. აღნიშნულზე სდუმს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ‘სინოჰიდროს“ საქმიანობაზე კვლევა 2018 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. დგინდება, რომ კომპანიის მიერ საქართველოს გარემოზე მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა კოლოსალური თანხა - 233,241.06 ლარი შეადგინა. ორგანიზაციამ შეისწავლა კომპანიის მიმართ დაკისრებული სახდელის ფინანსური მოცულობაც, რამაც, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, 46 სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა 62,686,98 ლარი. რაც შეეხება სასამართლო დავას, სარჩელი წარდეგნილ იქნა 2018 წლის 1 თებერვალს. სასამართლო საქმეზე პირველ სხდომას 12:00 საათზე გამართავს. საქმეს მოსამართლე კობა გოცირიძე განიხილავს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930