გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აზერბაიჯანის საზღვართან სომეხი სამხედრო დაიღუპა

29-07-2019

სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მონაკვეთზე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.


ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი არცრუნ ოვანესიანი Facebook-ის გვერდზე წერს.


ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.


მისივე ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებული არმან ბულგადარიანი აზერბაიჯანული მხრიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


აზერბაიჯანს და სომხეთს წლების განმავლობაში აქვთ სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის გამო, რომელიც სომხურმა ძალებმა დაიკავეს ომის შედეგად. დაპირისპირებას 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა 1994 წელს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტამდე.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728