გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

18-02-2018

საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ს.ა.-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (წონა136.87გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.


საქონლის საბაჟო ღირებულებამ 30,176 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


 არადეკლარირებული ოქროსა (წონა 90.91) და ვერცხლის(წონა 200.43)  ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე, უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა საბაჟო-გამშვებ პუნქტში "სარფი“.  საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5,790.6  ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 5,790.6 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031