გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

18-02-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 I, II, IV მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 13:30 საათიდან 15:30 საათამდე კი ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ყურაშვილის, ფერაძის, შარაშიძის, ღლონტის და ჩოხელის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 13საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის და შევარდენიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 15 საათამდე დიღმის მასივისI კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14საათამდე ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ) და მიშველაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031