30-07-2019
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში „თი ბი სი ბანკის“ შესახებ წერს.
მისი ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ მისი კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნის გამო ინვესტორებმა მრავალი მილიონით იზარალეს, არის საზოგადოების ფართო მასების შეცადომაში შეყვანის მცდელობა.
„თი ბი სი ბანკის“ აქციებმა დღეს უკვე 9,1%-ით მოიმატა და რამდენადაც ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმიდან ვხედავთ, ზრდის დინამიკა გრძელდება. როგორც წინა პოსტში ვახსენე აქციებზე ფასების ცვლილება ბუნებრივი პროცესია საფონდო ბირჟებზე და როგორც წესი ვარდნას აღმასვლა მოსდევს ხოლმე.
ცნობისთვის, როცა ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისი კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნის გამო ინვესტორებმა მრავალი მილიონით იზარალეს, ეს არის საზოგადოების ფართო მასების შეცადომაში შეყვანის მცდელობა, სიტუაციის გასამძაფრებლად, ვითომ კატასტროფა ხდება.
რეალურად კი ვითარება შემდეგია:
ნებისმიერ ინვესტორს, მითუმეტეს მათ ვინც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციებით ვაჭრობენ, აქვს საინვესტიციო პორტფელი, რაშიც სხვადასხვა კომპანიების ფასიან ქაღალდებს აერთიანებს, სწორედ ამ პორტფელის ეფექტური მენეჯმენტით ცდილობს მოგების ზრდას. თუ ხედავს, რომ პორტფელში შემავალი რომელიმე კომპანიის აქციებზე ფასები ვარდება, მას თადარიგი აქვს წინასწარ დაჭერილი და ამ აქციას მალევე გაყიდის, მაგრამ რათქმაუნდა არ გაყიდის იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე შეისყიდა. თუ ინვესტორი იმგვარ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ აქციებზე ფასები მოულოდნელად დაეცა, ის სულ მინიმუმ დაელოდება ისეთ მომეტს, როცა აქციის საბაზრო ფასი ერთი ცენტით მაინც გადააჭარბებს შესყიდვის პერიოდში არსებულ ფასს, რომ წაგებაში არ დარჩეს.
უფრო მარტივად რომ ავხსნა:
პირობითად, მე თუ კომპანიის ერთი აქცია შევიძინე 10 ლარად და მეორე დღეს აქციის ფასი დაეცა 8 ლარამდე, რათქმაუნდა 2 ლარი მინუსში ვარ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ გავყიდე 8 ლარად, მაგრამ სულელი ხოარ ვარ იმაზე ნაკლებ ფასად გავყიდო, ვიდრე ვიყიდე? დავაკვირდები კომპანიის მდგომარებას, ვნახავ პერსპექტივას და თუ შესწავლილი ფაქტორების შესაბამისად პოზიტიური მოლოდინები მექნება, დაველოდები აქციაზე ფასის ზრდას და მაშინ გავყიდი.
თი ბი სი ბანკის აქციების შემთხვევაშიც იგივე ლოგიკით მოქმედებენ ინვესტორები. იმის მტკიცება, რომ აქციებზე ფასების ვარდნის გამო ინვესტორები დაზარალდნენ მე ვფიქრობ რომ არასწორია, ვინაიდან ინვესტორის ზარალი მეტწილად დამოკუდებულია მის უნარზე და გამოცდილებაზე, ეფექტურად მართოს საინვესტიციო პორტფელი.
ზოგადად ცხადია ფასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, პირველ რიგში კი იმ ქვეყნის პოლიტ-ეკონომიკური ვითარება, სადაც კომპანია არის დაფუძნებული და წარმოდგენილი. ამ მხრივ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში სტაბილურობა ქვეყანაში და რათქმაუნდა ეკონომიკური ზრდა“ , - წერს შოთა გულბანი.
https://www.facebook.com/shotiko.gulbani